ნორვეგიაში, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით, ბრაზილიის მოქალაქე დააკავეს

გამოქვეყნდა:

ნორვეგიაში, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით, ბრაზილიის მოქალაქე დააკავეს. ქვეყნის უსაფრთხოების სამსახური ეჭვობს, რომ ტრომსეს უნივერსიტეტის ბრაზილიელი თანამშრომელი რუსეთის სპეცსამსახურებისთვის მუშაობს.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ფაქტობრივად რუსეთის ფარული მოქალაქეა და მის დეპორტაციას ითხოვენ.

სასამართლომ პოლიციის მოთხოვნა დააკმაყოფილა და პოტენციურ ჯაშუშს საქმის განხილვის პერიოდში წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი