
დიდი ბრიტანეთის მთავრობას ახალი მეთაური ჰყავს. ინდოელი ემიგრანტების შვილი რიში სუნაკი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა პრემიერმინისტრია, რომელიც ბორის ჯონსონის პრემიერობის დროს ფინანსთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა. მიუხედავად ამისა, ჯონსონსა და სუნაკს შორის თბილ ურთიერთობებს არავინ პროგნოზირებს, რადგან ყოფილ პრემიერს, როგორც ამბობენ, გულში წყენა აქვს ჩადებული.
ახალი პრემიერის მოწინააღმდეგეები მას მინუსად იმასაც უთვლიან, რომ მისი სიმამრი ცნობილი ინდოელი მილიარდერია, რომელსაც რუსეთის მაღალ ეშელონებთან აქვს კავშირები. თავად სუნაკი ასეთ ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს და აცხადებს, რომ მხოლოდ ბრიტანელი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებს.
ავტორი: რამაზ ხატიაშვილი