რუსეთში ქალები სამხედრო კომისრებს ყოფილი ქმრების შესახებ ინფორმაციას აწვდიან

გამოქვეყნდა:

რუსეთში ქალები სამხედრო კომისრებს, ყოფილი ყოფილი ქმრების შესახებ ინფორმაციას აწვდიან, რომლებიც ალიმენტს არ იხდიან.

არსებული ინფორმაციით, ქალები სამხედრო კომისრებს, მათი საცხოვრებელი და სამუშაო ადგილების მისამართებს აძლევენ. ასეთ ნაბიჯს კი ისინი შურისძიების ან 195 000 რუბლის ანაზღაურების მისაღებად დგამენ.

რუსი კაცები კი ამბობენ, რომ ფრონტს სჭირდება "არა ალიმენტისგან გაქცეული, არამედ პროფესიონალი მებრძოლები". მეტიც, ისინი ამბობენ, რომ განქორწინებული ქალების სიხარულისთვის სიკვდილი არ სურთ. გარდა ამისა, ალიმენტს გაქცეულები  ბავშვის დნმ-ის შემოწმებას ითხოვენ, რათა მათივე თქმით "სხვისი შვილი არ გაზარდონ და გადაიხადონ“.

ცნობისთვის, მანამდე მობილიზაციის გამო, პეტერბურგში ერთდროულად 43 წყვილი დააქორწინეს [VIDEO]

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი