
რუსეთის პატრიარქმა კირილმა განაცხადა, რომ აუცილებელია რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში ძირითადი ფასეულობების სიის შეცვლა და "რწმენის", "მსხვერპლშეწირვის" და "სამშობლოს სიყვარულის" ცნებების შეტანა.
"ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში იყო მცდელობა აღეწერათ ღირებულებათა სისტემა, უმაღლესი ღირებულებაა "სიცოცხლე"... შემდეგ კი დასავლეთ ევროპული ფილოსოფიიდან ვისესხეთ: "ღირსება", "ადამიანის უფლებები და თავისუფლებები" ეს ყველაფერი კარგია, ახლა არავინ უარყოფს ადამიანის არც უფლებებს და არც ღირსებას, მაგრამ შესაძლებელია თუ არა ამის დაყენება "სიცოცხლის"წინ ? და რა, არ არსებობდა ღირებულებები ამ ჰუმანისტურ იდეებამდე? და რწმენა და სიყვარული. სამშობლო და მსხვერპლი, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია ჩვენი ისტორია?" - თქვა კირილმა.
კირილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ისტორია და მათი ერის კეთილდღეობა წინა თაობების მსხვერპლზეა აგებული.
გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ ეს ღირებულებები "არ არის განსაზღვრული პოლიტიკური კონტექსტით" და ასეთი სია მომავალში შეიძლება გაფართოვდეს.