3 ობიექტი სამშენებლო უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის 30 000 ლარით დაჯარიმდა - კალაძე

გამოქვეყნდა:

თბილისის მერის, კახი კალაძის განცხადებით, მუნიციპალურმა ინსპექციამ 3 ობიექტზე სამშენებლო უსაფრთხოების წესების დარღვევა გამოავლინა. ერთი მათგანი ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩაზეა, მეორე - ახალუბნის ქუჩის 11-ში და მესამე დიდ დიღომში, დოესის ქუჩაზე.

კალაძემ თქვა, რომ სამივე ობიექტზე სამშენებლო სამუშაოები შეჩერდა და დაჯარიმდა 30 000 ლარით.

"გუშინ მონიტორინგის შედეგად ჩვენ გამოვავლინენთ 3 ობიექტი, სადაც დაღვეული იყო სამშენებლო უსაფრთხოების წესები. თქვენ იცით, თუ რამდენად დიდი ყურადღება ეთმობა ამას, იმისთვს, რომ იქ მომუშავე ადამიანების უსაფრთხოება იყოს, პირველ რიგში, დაცული. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი", - თქვა კალაძემ.

კალაძემ მიმართა სამშენებლო ობიექტების მფლობელებსაც, მეტი პასუხისმგებლობით მიუდგნენ სამშენებლო პროცესებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი