
რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენების სცენარი ნაკლებად სავარაუდოა - ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს პრესსპიკერმა ანდრეი იუსოვმა განაცხადა.
"რაც შეეხება ბირთვულ იარაღს, ეს არის შემაკავებელი იარაღი. თუ წარმოიდგინეთ, რომ პუტინი გაბედავს ბირთვული იარაღის გამოყენებას, მაშინ ეს არის ბოლო კოზირი და რა იქნება შემდეგ? შეწყვეტს თუ არა უკრაინა ბრძოლას? არა. გახდება თუ არა მსოფლიო უფრო დამთმობი პუტინის რეჟიმისა და სხვა რასისტების მიმართ? რა თქმა უნდა არა. ეს იქნება მისი ფინალი." ამბობს ანდრეი იუსოვი.
ბრძოლის ველზე, რუსი სამხედროების მარცხის პარალელურად, რუსეთი ბირთვულ მუქარასა და შანტაჟს აძლიერებს.
ამ მიზნით პუტინმა უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ფსევდორეფერენდუმები ჩაატარა, რათა ისინი „ბირთვული ქოლგის ქვეშ“ მოექცია. ამას ომის მიმდინარეობა არ შეუცვლია. უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებას.