
სამხრეთ აფრიკის ხელისუფლებამ სანქცირებული რუსი ოლიგარქის ალექსეი მორდაშოვის იახტის დაყადაღებაზე უარი თქვა.
გემ "Норд-ს", რომელმაც ჰონგ კონგი რამდენიმე დღის წინ დატოვა, კეიპტაუნის პორტში შესვლის უფლება მიეცა. 141-მეტრიანი ნავის ღირებულება ნახევარ მილიარდ დოლარს აჭარბებს.
სამხრეთ აფრიკის ოპოზიციურმა ლიდერებმა მოუწოდეს მთავრობას, საერთაშორისო მოთხოვნის შესაბამისად დაეყადაღებინა იახტა, მაგრამ პრეზიდენტის სპიკერმა კირილ რამაფოსამ განაცხადა, რომ ვერ ხედავს მიზეზს დასავლური სანქციების შესასრულებლად.
„სამხრეთ აფრიკას არ აქვს სამართლებრივი ვალდებულება შეასრულოს აშშ-სა და ევროკავშირის სანქციები“, - განუცხადა ჟურნალისტებს პრეზიდენტის სპიკერმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყანა აპირებს შეასრულოს მხოლოდ გაეროს მიერ დაწესებული სანქციები და მათივე განმარტებით, მორდაშოვი ასეთი სანქციების ქვეშ არ არის.