ინდონეზიაში, პითონში ქალის ცხედარი იპოვეს

გამოქვეყნდა:

არსებული ინფორმაციით, ინდონეზიაში, ჯამბის პროვინციაში ქალი მოკლა და მთლიანად გადაყლაპა პითონმა. 

ჯაჰრა, 50-წლამდელი ქალი კვირა დილით სამუშაოდ წავიდა რეზინის პლანტაციაში. ღამით ის აღარ დაბრუნებულა და სამძებრო-სამაშველო ჯგუფები გაგზავნეს. ერთი დღის შემდეგ სოფლის მცხოვრებლებმა იპოვეს პითონი დიდი კუჭით. ის მინიმუმ 5 მეტრის სიგრძის იყო. მოგვიანებით, ის ადგილობრივებმა მოკლეს.

"მსხვერპლი გველის მუცელში იპოვეს", - განუცხადა პოლიციის უფროსმა ადგილობრივ მედიასაშუალებებს და დასძინა, რომ მისი ცხედარი, ძირითადად ხელუხლებელი იყო.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ინდონეზიაში ადამიანი მოკლა და შეჭამა პითონმა. ორი მსგავსი სიკვდილი დაფიქსირდა ქვეყანაში 2017-2018 წლებში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი