
"უკრაინა გახდა აშშ-ს საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტი", - თქვა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, დსთ-ის ქვეყნების უსაფრთხოების სააგენტოებისა და სადაზვერვო სამსახურების ხელმძღვანელთა საბჭოს სხდომაზე. ინფორმაცია რუსულ მედიაში ვრცელდება.
პუტინმა დელეგაციების ხელმძღვანელებს მიმართა და თქვა, რომ შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები არ წყვეტენ ექსტრემისტული და ნაციონალისტური განწყობების გაღვივებას. მისი თქმით, უკრაინამ, ფაქტობრივად, დაკარგა სუვერენიტეტი და პირდაპირ კონტროლდება შეერთებული შტატების მიერ, "ეს ქმედებები პირდაპირ საფრთხეს უქმნის დსთ-ს ყველა ქვეყანას", - თქვა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები იყენებს უკრაინას „როგორც სასტიკ იარაღს რუსეთის წინააღმდეგ, ჩვენი საკავშირო სახელმწიფოს წინააღმდეგ ბელარუსის რესპუბლიკასთან, ОДКБ -სა და მთლიანად დსთ-ის წინააღმდეგ“.
მისი თქმით, მოსკოვში ასევე ცნობილია ეგრეთ წოდებული „ბინძური ბომბის“ პროვოკაციებისთვის მზადების შესახებ.
„ახლა [აშშ] ტუმბავს [უკრაინაში] იარაღს, მათ შორის მძიმეს, უგულებელყოფს კიევის რეჟიმის განცხადებებს ბირთვული იარაღის მიღების სურვილის შესახებ. ასევე იგეგმება ეგრეთ წოდებული "ბინძური ბომბის" გამოყენება პროვოკაციებისთვის" - თქვა რუსეთის პრეზიდენტმა.
რუსი ოფიციალური პირები სხვადასხვა დონეზე და პროპაგანდისტები ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ავრცელებენ დაუსაბუთებელ პრეტენზიებს, რომ უკრაინა თითქოს ემზადება "ბინძური ბომბის" გამოსაყენებლად მის ტერიტორიაზე - ეს ტერმინი აღნიშნავს რადიოაქტიური შინაარსის არაბირთვულ იარაღს, რომელიც ვრცელდება დიდ ფართობზე.