"ნუ მოახდენთ ჩვენს პროვოცირებას" - ბელარუსი სამხედროები უკრაინელებს "აფრთხილებენ"

გამოქვეყნდა:

ბელარუსის თავდაცვის სამინისტრომ სამხედროების ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ისინი უკრაინულ ძალებს მიმართავენ

ბელარუსელები უკრაინელებს "აფრთხილებენ", თავი შეიკავონ "პროვოკაციებისგან" წინააღმდეგ შემთხვევაში პასუხს გასცემენ.

"ჩვენი პასუხი ჩვენს კოლეგებს სამხედრო ძალებში. თქვენი შეიარაღებული ძალები ავრცელებენ პათეტიკურ ვიდეოებს, რომელშიც ბელარუსელებს მიმართავენ. თქვენ ცდილობთ, რაღაცაში დაგვადანაშაულოთ, ხანდახან დაგვაშინოთ კიდეც. მაგრამ თქვენ და ჩვენ სამხედროები ვართ და ჩვენ გვესმის, რომ დაშინება სუსტების საზღვარია. რაც თქვენ ახსენეთ ცუდი არ არის - ის, რომ ჩვენ მოძმე ერი ვართ პოზიტიური სიგნალია....

თუ არ გინდათ ომი, ეს არ იქნება! ნუ მოახდენთ ჩვენს პროვოცირებას, ნუ ეცდებით ჩვენს დაშინებას, ნუ მოახდენთ ჩვენზე ზეწოლას და ისე იქნება, როგორც თქვენ გინდათ. ჩვენ არ გვინდა ომი და ჩვენ არ ვემუქრებით არავის, მაგრამ ჩვენ შეყოვნების გარეშე ვუპასუხებთ გამოწვევებს და პროვოკაციებს", - ამბობენ ბელარუსელი სამხედროები ვიდეოში.

ცნობისთვის, მანამდე, 21 ოქტომბერს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბელარუს ხალხს და ბელარუს არმიას მიმართეს. უკრაინელი სამხედროები ვიდეომიმართვაში ამბობენ, რომ  თუ უკრაინის წინააღმდეგ რუსული საოკუპაციო ძალების თავდასხმას  შეუერთდებიან, მათ უმკაცრესად უპასუხებენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი