
კრემლის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი რუსეთის სტრატეგიული ბირთვული ძალების წვრთნებს დააკვირდა.
განცხადების თანახმად, ბალისტიკური და საკრუიზო რაკეტები შორეულ აღმოსავლეთსა და არქტიკაში გაუშვეს.
ბირთვული წვრთნების შესახებ აშშ გაფრთხილებული იყო. Reuters დღეს წერდა, რომ წვრთნები პოტენციური გამოწვევაა შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეებისთვის, რადგან პუტინი ღიად დაიმუქრა ბირთვული იარაღის გამოყენებით.