"ალბათ თავიანთი კადრების მოყვანა უნდოდათ..." | გუგა გოგაძემ წულუკიანს გათავისუფლების შესახებ დავა მოუგო

გამოქვეყნდა:

"ალბათ თავიანთი კადრების მოყვანა უნდოდათ..." - ამის შესახებ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოდან გათავისუფლებული გუგა გოგაძე საუბრობს, რომელმაც მინისტრ წულუკიანს დავა მოუგო.

გათავისუფლება მოხდა უნარების ტესტების გავლით, რომელსაც, რავიცი უნარების ტესტებს რა უნდა გადაეწვიტა და შემდეგ გასაუბრების მენეჯმენტსაც უნდოდა რომ თავისი კადრები მოეყვანა, როგორც ყველა შემთხვევაში ხდება და ყველა მთავრობის შემთხვევაში ხდება ხოლმე, უნდოდათ თავიანთი მოეყვანათ კადრები ალბათ და ასე გაუშვეს ეს თანამშრომლები აქედან. მე არ მგონია რომ მენეჯმენტის მხრიდან იყოს და უკეთესი პირობები შეექმნათ და საკადრო ცვლილებებს რამე წინსვლა მოეტანა ორგანიზაციისთვის და სამინისტროს ფუნქციონირებისთვის და ა.შ. არ მგონია, ყოველ შემთხვევაში, ეს არ ჩანს და რავიცი, - ამბობს გოგაძე.

შეგახსენებთ, რომ გუგა გოგაძე ერთ-ერთია კულტურის სექტორის იმ 70-მდე თანამშრომელს შორის, რომლებიც თეა წულუკიანის კულტურის მინისტრის პოზიციაზე დანიშვნის შემდეგ, მასობრივი საკადრო წმენდის მსხვერპლი გახდნენ. ის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი იყო. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი