"ზურაბ ბეჟაშვილს, სუს-ის კაცს, საჩივარი შეაქვს არა იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილმა გაყიდა გარეჯი, არამედ ჩემს წინააღმდეგ, რომ ლექსი ვთქვი" | ნათელაშვილი

გამოქვეყნდა:

"ზურაბ ბეჟაშვილს, სუს-ის კაცს, საჩივარი შეაქვს არა იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილმა გაყიდა გარეჯი, არამედ ჩემს წინააღმდეგ, რომ ლექსი ვთქვი" - ამის შესახებ "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "დღის სტუმარი" საუბრობს.

ის ეხმაურება იმ ფაქტს, რომ 3 ნოემბერს სასამართლოში დაიბარეს. მისი თქმით, 50 ათასი ევროთი უნდათ დააჯარიმონ საარჩევნო კლიპში მურმან ლებანიძის ლექსის თქმის გამო.

ის ასევე საუბრობს აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევისა და ბიძინა ივანშვილის შეხვედრაზე, რომელიც მისი თბილისში ვიზიტის დროს შედგა: "ღარიბაშვილი იყო გარე ფასადისთვის გამოყენებული, გადი-გამოდიოდა იქ გაზონებში, რომ ჟურნალისტები ერთ მონაკვეთში მიუშვეს, შიგნით აღარ შეუშვეს. წინასწარვე ჩაბრძანდა პატარა კორტეჟით, იქ ელაპარაკებოდა და ღარიბაშვილთან შესახვედრას, ალიევი, რა თქმა უნდა, არ ჩამოვიდოდა და მით უფრო, არ წავიდოდა სოფელში, იმ შატოში, სადაც არავინ არ არის".

იხილეთ ნათელაშვილის გუშინდელი განცხადებაც: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი