"მაქვს შეგრძნება, რომ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურმა პროცესებმა შესაძლოა გარკვეული ზეგავლენა მოახდინა მიღებულ გადაწყვეტილებაზე" - ასე ეხმაურება ბიზნესმენი დავით იაკობაშვილი უკრაინის მიერ მის დასანქცირებას. განცხადება მან "მთავარ არხს" გადმოუგზავნა.
"ჩემზე სანქციების დაწესება უკრაინის ხელისუფლების მიერ არის სამწუხარო მოცემულობა, თუმცა ამის თაობაზე ამჟამად საუბარი ნაადრევია, რამეთუ მაქვს შეგრძნება, რომ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურმა პროცესებმა შესაძლოა გარკვეული ზეგავლენა მოახდინა მიღებულ გადაწყვეტილებაზე.
რამდენადაც ვიცი, კომპანია, რომლის არასაკონტროლო პაკეტის აქციათა გარკვეული წილის მფლობელი გახლავართ, აწარმოებს თავის საქმიანობას საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის ჩარჩოებში. თქვენი სატელევიზიო არხის მაყურებელს და ზოგადათ საზოგადოებას ამომწურავი პასუხის გაცემა ესაჭიროება.
ამისათვის დროის გარკვეული მონაკვეთი უნდა გავიდეს, რათა მომხდარის ყველა შემადგენელი, პირველ რიგში ჩემთვის, ახსნადი გახდეს.მე საქართველოში დაბადებული და გაზრდილი ადამიანი გახლავართ. საქართველოს მიწამ მიიბარა ჩემი მშობლები და წინაპრები.
დღესაც არც თუ ისე ცოტანი არიან, და არა მარტო თბილისში, ადამიანები ვინც იციან თუ რა მიკეთებია ამ მიწა-წყალზე. ბუნებრივია ეს არ არის ჩემი შესაფასებელი, მაგრამ საქართველოსადმი ჩემს სიყვარულში არავის შეუტანია ეჭვი.
ამდენათ, ნურავის ეგონება, რომ მე რაიმე საზიანოს ვაკეთებ საქართველოსათვის", - წერს იაკობაშვილი.
იხილეთ ასევე: