აშშ-ის ფინანსთა დეპარტამენტის განცხადებით, ბაიდენის ადმინისტრაციამ მოლდოვაში ბოროტი გავლენის მქონე კომპანიებსა და სისტემური კორუფციის მატარებელ სუბიექტებს სანქციები დაუწესა. სანქციები შეეხო 9 ადამიანსა და 12 სუბიექტს.
სანქცირებული პირები და სუბიექტები არიან ოლიგარქები, რომლებიც ცნობილი არიან როგორც მოლდოვის პოლიტიკური და ეკონომიკური ინსტიტუტების ხელში ჩაგდების, კორუფციისთვის და რუსეთის გლობალური გავლენის კამპანიის ინსტრუმენტები.
შეზღუდვები შეეხო მოლდოვის მთავრობის ყოფილ წევრს, ვლადიმირ პლახოტნიუკს, რომელიც განცხადების თანახმად, ცდილობს მოლდოვის მთავრობის საკვანძო სექტორებზე კონტროლის განხორციელებით და მანიპულირებით, მათ შორის სამართალდამცავი, საარჩევნო და სასამართლო სექტორებზე ზეგავლენით, სახელმწიფოს სადავეების ხელში ჩაგდებას.
დღეს დაწესებული სანქციები ავლენს არა მხოლოდ რუსეთის ფარულ სტრატეგიას მოლდოვაში, არამედ აჩვენებს, თუ როგორ ძირს კორუფცია კანონის უზენაესობას.