
რომის პაპმა მღვდლები და მონაზვნები პორნოგრაფიის ყურების საშიშროებაზე გააფრთხილა და თქვა, რომ ეს "ასუსტებს მღვდლის გულს". ამ განცხადებით პაპმა კითხვას უპასუხა, თუ როგორ შეიძლება იქნას გამოყენებული ციფრული და სოციალური მედია საუკეთესოდ ვატიკანში სესიაზე.
მისი თქმით, პორნოგრაფია "მანკიერებაა, რომელსაც ბევრი ადამიანი ჩადის...მღვდლები და მონაზვნებიც კი".
"სუფთა გულმა, რომელსაც იესო ყოველთვის იღებს, არ უნდა მიიღოს პორნოგრაფიული ინფორმაცია", - თქვა მან.
კათოლიკური ეკლესია მოითხოვს, რომ ყველა სასულიერო პირი დარჩეს დაუქორწინებელი - რაც გულისხმობს სექსუალური ურთიერთობებისა და ქორწინებისგან თავის შეკავებას. პორნოს ყურება არღვევს ამ მოთხოვნებს.