"ქვეყანას ბრჯენი ბოძები ეცლება" - ქაშუეთში მიხეილ ყაფლანიშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

გამოქვეყნდა:

ქაშუეთის ეკლესიაში უკრაინაში, გმირულად დაღუპული ქართველო სამხედროს, მიხეილ ყაფლანიშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. ის სამშობლოში გვიან ღამით ჩამოასვენეს.

ადგილზე მივიდნენ სამოქალაქო აქტივისტები, მოქალაქეები, სასულიერო პირები, რომლებიც ოჯახს უსამძიმრებენ.

"ქვეყანას ბრჯენი ბოძები ეცლება, ასე ვთქვათ, რომლებზეც დგას ჩვენი ქვეყანა და ზუსტად ასეთ გმირებზე იდგა ყოველთვის ჩვენი ქვეყანა. ჩვენი ბიჭები ნამდვილად ეწირებიან ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ ფასეულობებს, იმ ღირებულებებს, რომელიც ქვეყნის ევროატლანიკურ სივრცეში ინტეგრაციის იდეს ემსახურება", - თქვა მამა რამინ თარაშვილმა.

მიხეილ ყაფლანიშვილი 22-ე ქართველია, რომელიც უკრაინაში რუსულ აგრესიას ემსხვერპლა.
პუტინის რეჟიმთან მებრძოლი გმირს  ლუგანსკში, ოკუპანტების სარაკეტო იერიშის დროს ჭურვის ნამსხვრევი მოხვდა და ადგილზე დაიღუპა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი