სასამართლომ გორის კულტურის ცენტრის ყოფილ დირექტორს და ორ ბრალდებულს გირაო შეუფარდა

გამოქვეყნდა:

გორის კულტურის ცენტრის ყოფილ დირექტორს, დავით წეწვაძესა და კიდევ ორ ბრალდებულს, გორის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების  სახით 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. 

დავით წეწვაძემ სასამართლო პროცესზე, საკუთარი პოზიცია არ დააფიქსირა, რაც შეეხება ორ ბრალდებულს მათ, ბრალდება კატეგორიულად უარყვეს. 

წეწვაძეს ადვოკატის თქმით, ეს იყო მიმდინარე საქმე და ის, თუ რატომ გაახსენდა პროკურატურას 5 წლის შემდეგ, ამ კითხვას პასუხი პროკურორმა უნდა გასცეს. 

რაც შეეხება, საქმის პროკურორს მისივე თქმით " ზოგ შემთხვევაში მეტი ხანიც სჭირდება გამოძიების ჩატარებას"

"მოგეხსენებათ ბრალდების წარდგენას აქვს თავისი მტკიცებულებებით საფუძველი, როდესაც მოხდა ბრალდების მხარის მიერ გამოძიების ჩატარება და დასრულდა მტკიცებულებები მოპოვება სახეზე იყო შესაბამისი მტკიცებულებები დადგენა. ამის შემდეგ მოხდა დევნის დაწყება სამი ბრალდებულის მიმართ... ზოგ შემთხვევაში მეტი ხანიც სჭირდება გამოძიების ჩატარებას. ერთ პირს [ვედავებით] გაფლანგვას სამსახურებრივი უფლებამოსილების გამოყენებით, ერთ პირს აღნიშნული დანაშაულის ორგანიზებას, ერთ პირსაც ამ დანაშაულში დახმარებას" - ამბობს პროკურორი, ოთარ ხორგუაშვილი.

შეგახსენებთ, დავით წეწვაძეს 5 წლის წინანდელ საქმეს ედავებიან. ბრალდების მიხედვით,  გორის საკრებულოს წევრობის პერიოდში, ის კულტურის ცენტრის მაშინდელ დირექტორს ედიშერ შუღლიაშვილს გაურიგდა და მის უწყებაში მოქალაქე ფორმალურად გააფორმა, მის ხელფასს კი 6 თვის განმავლობაში თავად იღებდა.

გარდა ამისა, პროკურატურა წეწვაძეს უაქციზო სიგარეტის კონტრაბანდასაც ედავება

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი