ფულის მითვისება და სიგარეტის კონტრაბანდა - გორის კულტურის ცენტრის ყოფილ დირექტორი განსასჯელის სკამზეა

გამოქვეყნდა:

დაპირისპირება გორის მერსა და სუს-ის ადგილობრივ ჩინოვნიკებს შორის - ვლადიმერ ხინჩეგაშვილის უახლოესი გარემოცვის წევრი განსასჯელის სკამზეა. დავით წეწვაძეს 5 წლის წინანდელი საქმე გაუცოცხლეს და მძიმე მუხლებით ბრალიც გააცნეს. ახლა წეწვაძე მოსამართლის ვერდიქტს ელოდება, აღკვეთ ღონისძიებაზე მსჯელობა გორში ამ წუთებში იწყება.

მასთან ერთად ბრალდებულის სკამზეა კულტურის ცენტრის კიდევ ერთი ყოფილი დირექტორი, ვლადიმერ შუღლიაშვილი. გამოძიების ინფორმაციით, მაშინ, როდესაც დავით წეწვაძე გორის საკრებულოს წევრი იყო, ხოლო მეორე ბრალდებული კულტურის ცენტრის დირექტორი, ისინი ერთმანეთს გაურიდგნენ - კერძოდ, კულტურის ცენტრში შუღლიაშვილთან მოქალაქე ფორმალურად გააფორმა, მისი სახელფასო ბარათით კი 6 თვის განმავლობაში ბიუჯეტიდან ხელფასს იღებდა. გარდა ამისა, პროკურატურა წეწვაძეს უაქციზო სიგარეტის კონტრაბანდასაც ედავება. 

წეწვაძის ადვოკატი ამბობს, რომ ვერ გააკეთებს კომენტარს თუ რატომ გაიხსენა პროკურატურამ 5 წლის შემდეგ 2017 წელს მომხდარი საქმე, ან უკავშირდება თუ არა ეს ანგარიშსწორებას.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში წეწვაძეს და შუღლიაშვილს 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი