დუმამ პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც "ლგბტ პროპაგანდას" კრძალავს

გამოქვეყნდა:

რუსეთის სახელმწიფო დუმამ პირველი მოსმენით მიიღო ჰომოფობიური კანონპროექტი, რომელიც "ლგბტ პროპაგანდას" კრძალავს. კანონის მიხედვით იკრძალება ლგბტ თემის გაშუქება და სექსუალურ უმცირესობებთან დაკავშირებული ინფრმაციის გავრცელება.

კანონპროექტი დუმაში 20 ოქტომბერს შევიდა, რომლის მიხედვითაც სიახლეები შეეხება: ინტერნეტს, მედიას, წიგნებს, აუდიოვიზუალურ სერვისებს, კინოსა და რეკლამას.

ინიციატივების თანაავტორი იყო 390 დეპუტატი, მათ შორის ფრაქციის ყველა ლიდერი და ვიცე-სპიკერი.

"ლგბტ პროპაგანდისთვის" ჯარიმები და იურიდიული პირებისთვის საქმიანობის შეჩერებაც განისაზღვრა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი