
ჩეჩნეთის ხელმძღვანელის რამზან კადიროვის Telegram-ში გამოჩნდა პოსტი, რომელშიც იგი თბილად საუბრობს "ვაგნერის დაჯგუფების" დამფუძნებელ ევგენი პრიგოჟინზე და პარალელურად, კვლავ ადანაშაულებს გენერალ ალექსანდრე ლაპინს აღმოსავლეთ უკრაინაში წარუმატებლობაში.
”მე სრულად ვუჭერ მხარს ევგენი ვიქტოროვიჩს. ძვირფასო ძმა, პრიგოჟინი დაბადებულია მეომარად და მისი მებრძოლები არიან რუსეთის ნამდვილი პროფესიონალები და პატრიოტები, უშიშრები, ჯიუტი, მამაცები. ეს მართლაც ღირებული საბრძოლო დანაყოფია. ამიტომ, საჭიროა დიდი ყურადღება მიაქციოთ. სწორედ ასეთი ადამიანების შეფასებს მოუსმინეთ და გამოიტანეთ დასკვნები...
რაც შეეხება გენერალ-პოლკოვნიკ ლაპინს, ბოლო რამდენიმე დღეა ვცდილობდი მასთან კონტაქტის დამყარებას ჩემი სპეცრაზმის მეთაურების მეშვეობით. მაგრამ ჩემი ბიჭები ვერ პოულობენ მას. მეთაური არ უნდა იყოს თავის ადგილზე და კოლეგებთან? ეს იმიტომ, რომ მსურს მასთან საუბარი მტრის ბოლო გარღვევაზე ტერნის, ტორსკოესა და იამპოლოვკას დასახლებების თავდაცვის ხაზის მიდამოში, რომელიც 5 ჯავშანტრანსპორტიორმა და 50-მა ნეონაცისტმა გადაკვეთეს. ბრძოლის დროს და სად იყო პასუხისმგებელი ლაპინი" - წერს კადიროვი.