რუსეთმა ომში 69 700-მდე ჯარისკაცი დაკარგა - ოკუპანტების დანაკარგი 28 ოქტომბრის მონაცემებით

გამოქვეყნდა:

უკრაინის უკრაინის თავდაცვის სამინისტრო რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 27 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდს.

 უწყების ცნობით ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​​

  • ​ჯარისკაცი - დაახლოებით 69 700;
  • ტანკი - 2 640;
  • ჯავშანტექნიკა - 5 378;
  • საარტილერიო სისტემა - 1 698 ;
  • სარაკეტო სისტემა - 379;
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა - 192;
  • ​თვითმფრინავები - 272;
  • ვერტმფრენი - 251;
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი -  1 401;
  • საკრუიზო რაკეტები - 351;
  • საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები - 4 088;
  • გემი/ნავი/კატარღა - 16;
  • სპეციალური აღჭურვილობა - 151.

კრემლი მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას რეგულარულად არ აახლებს. 25 მარტს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 1 351 ჯარისკაცი დაიღუპა უკრაინაში შეჭრის პირველ თვეს, თუმცა შემდეგ არანაირი განახლება არ გაუკეთებია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი