"ბაირაქტარის" ქარხნის მშენებლობა უკრაინაში 2 წელში დასრულდება

გამოქვეყნდა:

თურქული კომპანია "ბაირაქტარი", რომელიც უპილოტო საფრენ აპარატებს  უშვებს, უკრაინაში ქარხნის მშენებლობის დასრულებას 2 წელიწადში გეგმავს, - ამის შესახებ  კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ჰალუქ ბაირაქტარმა განაცხადა.

თურქეთის მიერ წარმოებულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა,  მნიშვნელოვანი როლი ითამაშა უკრაინის დაცვაში, რუსული ჯავშანტექნიკისა და საზენიტო სისტემებისგან. 

უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე, თურქეთმა და უკრაინამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც კომპანია ბაირაქტარი უკრაინაში  საწარმოს გახსნის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი