
ვლადიმერ პუტინმა თავისი განკარგულებით, აშშ-ში კოკაინის გადაზიდვისთვის გასამართლებული ყოფილი მფრინავი კონსტანტინე იაროშენკო საზოგადოებრივი პალატის წევრად დანიშნა.
იაროშენკო, ლიბერიაში 2010 წელს კოკაინის განსაკუთრებულად დიდი რაოდენობის გადაზიდვის მომზადების ბრალდებით დააკავეს და აშშ-ში დაადეპორტეს. 2011 წლის სექტემბერში ამერიკულმა სასამართლომ რუს მფრინავს 20 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
2022 წლის აპრილში რუსეთმა იაროშენკო აშშ-ის საზღვაო ქვეითზე, ტრევორ რიდზე გაცვალა, რომელიც რუსეთში პოლიციელებზე თავდასხმისთვის გაასამართლეს.