კანონის უზენაესობის 2022 წლის ინდექსით, საქართველო პირველ ადგილზეა რეგიონის 14 ქვეყანას შორის - პაპუაშვილი

გამოქვეყნდა:

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს, რომ მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის კანონის უზენაესობის 2022 წლის ინდექსით, საქართველო პირველ ადგილზეა რეგიონის 14 ქვეყანას შორის და უსწრებს ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატს, ასევე წევრ 2 ქვეყანასა, და ნატს წევრ 5 ქვეყანას:

"გამოქვეყნდა მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის კანონის უზენაესობის 2022 წლის ინდექსი (https://worldjusticeproject.org).
საქართველო
პირველ ადგილზეა რეგიონის 14 ქვეყანას შორის, 
უსწრებს ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატს,
უსწრებს ევროკავშირის წევრ 2 ქვეყანას,
უსწრებს ნატოს წევრ 5 ქვეყანას.
აქვე გავიხსენოთ, რომ
საქართველო მსოფლიოში პირველია ღია ბიუჯეტის რეიტინგში (შესაბამისად, უსწრებს ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანას),
კორუფციის დაბალი დონით უსწრებს ევროკავშირის წევრ 9 ქვეყანას და ნატოს წევრ 11 ქვეყანას.
უკვე მერამდენედ ფაქტები ამარცხებენ აღქმებს; და უკვე მერამდენედ ვრწმუნდებით საქართველოს მიმართ ნეგატიური აღქმების ჩამოყალიბებისკენ მიმართული დეზინფორმაციული პროპაგანდის მასშტაბში. 
ნიშანდობლივია, რომ ივნისში, ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებამდე, როდესაც პარლამენტის სხდომათა დარბაზში დაისვა კითხვა - საქართველო, დღევანდელი მოცემულობით, იმსახურებს თუ არა ევროკავშირის წევრობის კანდიდატობას - ოპოზიციიდან მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა აწია თანხმობის ნიშნად ხელი.
მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის (WJP) ეს რეიტინგი რამდენიმე საფეხურიანი კვლევის შედეგად დგება:
▪️ორგანიზაცია ატარებს ქვეყნებში ექსპერტების და მოსახლეობის გამოკითხვას, 
▪️კვლევის მეთოდოლოგიას ამოწმებს ევროკავშირის კომისიის კვლევით ცენტრთან თანამშრომლობით 
▪️კვლევის შედეგების ვალიდურობას ამოწმებს სხვა წამყვან რეიტინგებთან შედარებით (ფრიდომ ჰაუსის მსოფლიო თავისუფლების ინდექსი, საერთაშორისო გამჭვრივალობის კორუფციის აღქმის ინდექსი, ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი, აშშ-ის ადამიანის უფლებების ანგარიში, ამნესტი ინთერნეიშენალის და სხვა მსგავსი ანგარიშები)." წერს პაპუაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი