ეკატერინბურგელი სამხედროს ცოლი BBC-თან ყვება, როგორ მიატოვეს მობილიზებულები ლუგანსკის ტყეში, ფრონტის წინა ხაზზე

გამოქვეყნდა:

ეკატერინბურგიდან მობილიზებული სამხედრო მოსამსახურის მეუღლე BBC-ს უყვება, რომ მისი ქმარი სხვა მობილიზებულ კოლეგებთან ერთად თვითგამოცხადებული ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარე ტყეში აღმოჩნდა საკვების, აღჭურვილობისა და ყოველგვარი ბრძანების გარეშე.

ცოლის თქმით, კაცი მობილიზებულებს შორის 26 სექტემბერს გამოიძახეს. მანამდე ის სამხედრო სამსახურში 20 წელზე მეტი ხნის წინ მსახურობდა და ახლა 42 წლისაა.

უკვე 28 სექტემბერს მობილიზებულები გაგზავნეს დონის როსტოვში, იქიდან კი ლუგანსკის მახლობლად მდებარე ერთ-ერთ საწვრთნელ მოედანზე, სადაც ერთი კვირით დარჩნენ. 6 ოქტომბერს კი ისინი პირდაპირ ფრონტის ხაზზე გაუშვეს. 

”მათ უთხრეს, რომ ჯერ ისწავლიდნენ, შემდეგ კი გამამაგრებდნენ თავდაცვის მეორე ან მესამე ხაზს, მაგრამ სინამდვილეში ისინი მაშინვე აღმოჩნდნენ წინა პლანზე...

საჭმელი არ ჰქონდათ, შეიარაღებულები არიან ძველი ტყვიამფრქვევებით და ტექნიკით, რაც ნახევრად გაუფუჭებულია. მეუღლის თქმით, ამ ტყეში ბევრი მკვდარია, რომლებიც არ გაჰყავთ. ”, - ამბობს ელენა საპრუნოვა.

რამდენიმე კვირის განმავლობაში სამხედრო მოსამსახურე ოჯხს არ დაჰკავშირებია და მხოლოდ 27 ოქტომბერს შეძლო სახლში დაბრუნება. 

27 ოქტომბერს, კიდევ ერთი მობილიზებულის მეუღლესთან ერთად, ელენამ მიმართვა გაუგზავნა პრეზიდენტის ადმინისტრაციას და სამხედრო პროკურატურას არსებული მდგომარეობის გამოსწორების მოთხოვნით. მან ადმინისტრაციისგან მიიღო პასუხი, რომ მისი წერილი გადაგზავნილია თავდაცვის სამინისტროში და იქ განიხილება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი