Россия сегодня-ს პროპაგანდისტი ჟურნალისტი ყირიმში, საწვრთნელ მოედანზე, ავარიაში დაიღუპა - რუსული მედია

გამოქვეყნდა:

ყირიმში Россия сегодня-ს სიმფეროპოლის [ანექსირებული ყირიმის ე.წ. დედაქალაქი] ფილიალის ხელმძღვანელი და Газеты.ру-ს ყოფილი მთავარი რედაქტორი, სვეტლანა ბაბაევა დაიღუპა - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

სამთავრობო მედიასაშუალებები წერენ, რომ  ბაბაევა  ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. შემთხვევა ერთ-ერთ სამხედრო საწვრთნელ მოედანზე მოხდა.

"მოუსვენარი სვეტა. იყო უმაღლესი სტანდარტის პროფესიონალი, სუფთა ჟურნალისტური ბიოგრაფიით. გულთბილი ადამიანი, რომელიც გულმოდგინედ იდგა რუსეთის გვერდით. სურდა მხარი დაეჭირა ჩვენი გმირებისთვის",- ამბობს России сегодня-ს გენერალური დირექტორი, დიმიტრი კისელევი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი