მორიგი მანიპულაცია თუ ისევ არცოდნა და გულუბრყვილო შეცდომა? "ქართული ოცნების" ლიდერები კანონის უზენაესობის მსოფლიო ინდექსის მონაცემებს აქვეყნებენ და ამაყობენ. მაგრამ რამდენად საამაყოა ეს მონაცემი და რატომ არ ჩანს მმართველი პარტიის წევრების პოსტებსა თუ განცხადებებში წლების წინანდელი მონაცემები?
2022 წლის მაჩვენებლით საქართველო ამ რეიტინგში 49-ე ადგილს იკავებს და მმართველ პარტიაში ტრაბახობენ, რომ ეს მათი საქმიანობის განსაკუთრებულად დადებითი შედეგია და ქვეყნის პროგრესის მაჩვენებელია.
ავტორი: ზურიკო პეტროსიანი