შეერთებულ შტატებში სამხედრო გემზე მომხდარი აფეთქების დროს 20-ზე მეტი ჯარისკაცი დაშავდა. რამდენიმე მათგანის მდგომაროება ამ დრომდე მძიმეა.
ინციდენტი კალიფორნიის შტატში, სან-დიეგოში მდებარე სამხედრო-საზღვაო ბაზაზე მოხდა. აფეთქების დროს, გემის ბორტზე აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების 160 მეზღვაური იმყოფებოდა. პოლიციამ გემიდან სრული ეკიპაჟის ევაკუაცია განახორციელა.
აფეთქებისა და ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.