
პირი, რომელიც შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერის სახლში შეიჭრა და მის ქმარს თავს დაესხა, ნენსი პელოსს ეძებდა. ამის შესახებ ინფორმაციას მედია ავრცელებს.
თავდასხმის შემდეგ პოლ პელოსი კლინიკაში გადაიყვანეს. თავდამსხმელი 42 წლის კაცია, ის პოლიციამ უკვე დააკავა.
როგორც ცნობილია, მან სახლის კარის შუშა ჩაამტვრია და პოლ პელოსთან დაპირისპირების წინ ყვიროდა: "სად არის ნენსი?".
შემთხვევის დროს ნენსი პელოსი ვაშინგტონში იმყოფებოდა.
ნენსი პელოსის ქმარზე თავდასხმა გუშინ, 28 ოქტომბერს მოხდა. CBS News წყაროზე დაყრდნობით ამბობს, რომ ეჭვმიტანილი ცდილობდა პელოსის გაკოჭვას, "სანამ ნენსი არ დაბრუნდებოდა სახლში". მას ბრალად ედება მკვლელობის მცდელობა, სასიკვდილო იარაღით თავდასხმა, ქურდობა და რამდენიმე სხვა დანაშაული, თქვა უილიამ სკოტმა და დასძინა, რომ თავდასხმის მოტივი ჯერ კიდევ გაურკვეველია. მოტივი ამ დრომდე უცნობია.