
დნეპროპეტროვსკის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის უფროსის, ვალენტინ რეზნიჩენკოს ინფორმაციით, გვიან ღამით, რუსულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის სამ თემზე - ნიკოპოლზე, მარგანეცსა და მიროვსკოზე სარეკეტო იერიში მიიტანეს.
"ყველაზე მეტად ნიკოპოლი დაზარალდა, დაშავებულია 39 წლის კაცი. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი", - წერს რეზნიჩენკო.
გარდა ამისა, რეზნიჩენკოს ინფორმაციით, დაზიანდა მრავალსართულიანი და კერძო სახლები, ასევე, გაზსადენი და ელექტრო ქსელები.