რუსეთმა "დოჟდის" ჟურნალისტი ეკატერინე კოტრიკაძე და დამფუძნებელი ნატალია სინდეევა "უცხოურ აგენტთა" სიაში შეიყვანა

გამოქვეყნდა:

რუსეთმა უცხოური აგენტების სიაში რუსული დამოუკიდებელი ტელეკომპანია "დოჟდის" ჟურნალისტი ეკატერინე კოტრიკაძე, ჟურნალისტი ვლადიმერ რომენსკი, ასევე "დოჟდი​​ს" დამფუძნებელი ნატალია სინდეევა და კიდევ რამდენიმე პირი შეიყვანა

რუსეთის იუსტიციის სამინსიტროს განცხადებებით, ისინი სიას, მათი  "პოლიტიკური საქმიანობის" გამო დაემატნენ.

 რუსეთში "უცხოური აგენტების"  სიას იუსტიციის სამინისტრო კვირაში ერთხელ, ყოველ პარასკევს აქვეყნებს და მასში ცნობილი პოლიტიკოსების, ჟურნალისტებისა და უფლებადამცველების გვარები ფიგურირებს. 

ტელეკომპანია "დოჟდი" 2008 წელს დაარსდა და რუსეთის ოპოზიციას და საპროტესტო მოძრაობებს აშუქებდა. რუსეთში გასულ წელს არხს "უცხო აგენტის" სტატუსი მიენიჭა.

ცნობისთვის, არხმა რუსეთში მაუწყებლობა 3 მარტს შეაჩერა, ხოლო 18 ივლისს კი მეზობელი ლატვიის სტუდიებიდან განაახლა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი