რუსეთის წარუმატებლობა, მობილიზაციის დასრულება, რუსი სამხედრო ხელმძღვანელობის მზარდი კრიტიკა - ISW-ის ანგარიში

გამოქვეყნდა:

ომის კვლევის ინსტიტუტი (ISW) 28 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ანგარიშში ყურადღებას სამ თემაზე ამახვილებს. მათ შორისაა, რუსი სამხედროების წარუმატებლობა ბრძოლის ველზე, რუსეთში მობილიზაციის დასრულება და სამხედრო ხელმძღვანელობის მზარდი კრიტიკა ომის მომხრეებისგან.

ამერიკელი ექსპერტები წერენ, რომ რუსი სამხედროები ბახმუტში წარმატებული შეტევების შესახებ, სავარაუდოდ, ცრუ ცნობებს ავრცელებენ, რათა წარმოაჩინონ თითქოს, რუსი სამხედროები წარმატებას აღწევენ მინიმუმ ერთ სექტორში უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთ და სამხრეთში არსებული პრობლემების ფონზე. თუმცა ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ნაჩქარევად გამოცხადებული წარმატება ომში შესაძლოა, წარუმატებლად ჩაითვალოს.

რაც შეეხება რუსეთში მობილიზაციის დასრულებას, ექსპერტების თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამან გადამწყვეტი როლი შეასრულოს რუსეთის საბრძოლო ძალაუფლების განმტკიცებაში.

ყოველდღიურ მიმოხილვაში ასევე საუბარი შეეხო ომის მიმდინარეობაზე გაზრდილ კრიტიკას. ამის მაგალითად მოჰყავთ ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის განცხადებები. ISW წერს, რომ 25 ოქტომბრიდან კადიროვმა განაახლა კრიტიკა რუსეთის უმაღლესი სამხედრო სარდლობის მიმართ. კადიროვმა ალექსანდრ ლაპინი ჩეჩენ ლიდერებთან კომუნიკაციის წარუმატებლობაში დაადანაშაულა და ამტკიცებდა, რომ მან წარუმატებლად სცადა ლაპინთან მისვლა ლიმანის გარშემო უკრაინის მიღწევების განსახილველად.

ISW წერს, რომ კადიროვის კრიტიკის ახალი რაუნდი, მიუთითებს ომის მომხრეების შემდგომ ფრაგმენტაციაზე, რაც პრიგოჟინს საშუალებას მისცემს გრძელვადიან პერსპექტივაში მოიპოვოს მეტი ძალაუფლება. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ პუტინი შეეცდება დააკმაყოფილოს როგორც პროსამხედრო ჯგუფის, ასევე უმაღლესი სამხედრო სარდლობის მოთხოვნები და შეინარჩუნოს სამხედრო ბლოგერების კეთილგანწყობა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი