ბავშვის მიმართ ფიზიკური ძალადობა და დამამცირებელი მოპყრობა - გორის ყოფილ ვიცე-მერს პატიმრობა შეეფარდა

გამოქვეყნდა:

გორის რაიონულმა სასამართლომ, ყოფილი მაღალჩინოსანი და ყოფილი მოსამართლე არასრულწლოვანის მიმართ ფიზიკურ ძალადობასა და არაადამიანურ მოპყრობაში დამნაშავედ ცნო და ალექსი მარიამიძეს  5 წლით თავისუფლების აღკვეთა და 2000 ლარის ოდენობით ჯარიმა შეუფარდა. 

საუბარია 2021 წელს მომხდარ ფაქტზე, რა დროსაც, გამოძიების ინფორმაციით,  მსჯავრდებულმა არასრულწლოვანს პლასტმასის მილით ფიზიკური დაზიანება მიაყენა, ხიდან ძალით ჩამოათრია, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ძალის გამოყენებით წელსზემოთ გააშიშვლა, აიძულა შარვლის გახდა და ამ მდგომარეობაში ბავშვი ქუჩაში გაუშვა.

 ბავშვის უფლებებს, არასამთავრობო ორგანიზაცია PHR-ის წარმომადგენელი იცავდა, მისივე თქმით, წელიწადნახევრის განმავლობაში, მარიამიძის გავლენებიდან გამომდინარე საქმეში არაერთი ბარიერი არსებობდა. 

"გასული წლის ზაფხულის დასაწყისში მოგვმართა ბავშვის დედამ და გვთხოვა დახმარება, რომ დაგვეცვა ბავშვის ინტერესები მის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტზე. საუბარი არის ერთ-ერთი კაცის მხრიდან ბავშვის მიმართ ფიზიკურ ძალადობაზე, დამამცირებელ მოპყრობაზე, თითქმის გააშიშვლა ბავშვი და ამ მდგომარეობაში გაუშვა ქუჩაში, ამის შემდეგ, რაც სახეში რამდენჯერმე გაარტყა ხელი, ფეხი ამოარტყა, გამოძიების საწყის ეტაპზე, არ მოხდა მისი დაკავება არ იქნა პატიმრობა მოთხოვნილი, არ მოხდა სწორი კვალიფიკაციით ბავშვის დაზარალებულა ცნობა, არ მოხდა წარდგენა სანამ, სასამართლოს ძალით არ დავავალდებულეთ პროკურატურა, ამ ეტაპზე მიგვაჩნდა, რომ მისი გავლენების გამოყენება ხდებოდა, რომ მინიმუმ შემსუბუქებულიყო მისი პასუხისმგებლობა" - ამბობს ანა თავხელიძე.

რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, მსჯავრდებული ბრალს არ აღიარებს. ადვოკატის თქმით, ისინი გადაწყვეტილებას შემდეგ ინსტანციაში გაასაჩივრებენ. ადვოკატის ამბობს, რომ საქმეში არ მოიპოვება არცერთი მტკიცებულება, მისივე მტკიცებით, "შეტყობინების პირველი გვერდი იწყება ტყუილით".

 

"მოვუწოდებ ყველას, რომ დავიცვათ უკანონო პატიმრები, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მე ვნახე ბორტები, რომ ეს ადამიანი ადრე ის იყო, ეს იყო კანონი ყველასთვის ერთია... საქმეში არ მოიპოვება ერთი პატარა მტკიცებულებასაც არ დავარქმევდი, მინიშნებაც კი..არც ძალადობის ნიშნები, არც ექსპერტიზის დასკვნები და მთავარი ეს არ არის, შეტყობინების პირველი გვერდი იწყება ტყუილით" - ამბობს ზაზა გიგაური.

ალექსი მარიამიძე სხვადასხვა დროს სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა. 2004 წლამდე ის იკავებდა გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანამდებობას. მოგვიანებით, ოცნების ხელისუფლების პირობებში ის იყო გორის ვიცე-მერი, ბოლო წლებში კი ის საკონსტიტუციო სასამართლოში მუშაობდა. ამჟამად მარიანიძე გლდანის ციხეშია გადაყვანილი.
იხილეთ ასევე:
 ბავშვების ცემა-ტყეპა, ყურის აწევა, საოხუნჯოდ ითვლებოდა, მოსამართლემ 5 წლიანი პატიმრობა და ჯარიმა დააკისრა მოძალადეს - არგანაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი