
დროებით ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა რუსეთს ბიჭვინთის ტერიტორიის კიდევ ერთი ნაწილი გადასცა.
20 ჰექტარზე მეტი მიწის ნაკვეთი ახლა რუსული კომპანია "მოსკვა რეზორტის" საკუთრებაა. გადაწყვეტილებას დე ფაქტო პარლამენტის წევრებმა უკვე დაუჭირეს მხარი.
ასევე ცნობილია,რომ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტი ბიჭვინთის ე.წ. სახელმწიფო აგარაკისა და მიმდებარე საზღვაო აკვატორიის რუსეთის საკუთრებაში 49 წლით გადაცემასაც გეგმავს.
გარდა ამისა, დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანი, სერგეი შამბა აცხადებს,რომ ეს საჩუქარი ოკუპანტ სახელმწიფოს მადლიერების ნიშნად უნდა გადაეცეს, რადგან სწორედ რუსეთია დროებით ოკუპირებული აფხაზეთში უსაფრთხოების გარანტი.