
ლუგანსკის ოლქის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგი გაიდაის თქმით, ლუგანსკის ოლქში საომარი მოქმედებები ისვე გრძელდება. რთული ბუნებრივი პირობების მიუხედავად, უკრაინელმა სამხედროებმა შეძლეს და 3 დასახლებული პუნქტი, რუსი ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს. მისივე თქმით, დეოკუპირებულ დასახლებებში შესვლა ჯერჯერობით აკრძალულია, რადგან ოკუპანტებმა ტერიტორია სრულად დანაღმეს.
"ლუგანსკის ოლქში ისევ გრძელდება საომარი მოქმედებები, ჩვენ ნელ-ნელა მივიწევთ წინ, თუმცა გარკვეული შეფერხებებიც გვაქვს რაც მოსალოდნელი იყო. მთავარი წინააღმდეგობა ახლა რთული ბუნებრივი პირობებია, ფაქტობრივად განუწყვეტლივ წვიმს, რაც აფერხებს საომარ მოქმედებებს. მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც მოვახერხეთ ოლქში 3 დასახლებული პუნქტის დეოკუპაცია ჯერჯერობით იქ შესვლა აკრძალულია, ვინაიდან ოკუპანტებმა ტერიტორია სრულად დანაღმეს, ასევე არ წყდება საჰაერო იერიშები. იმედი გვაქვს, რომ უახლოეს დღეებში ამ ტერიტორიის სრული გაწმენდა მოხერხდება და მოსახლეობას საკუთარ სახლებში დაბრუნდება" - ამბობს გაიდაი.
ცნობისთვის, ლუგანსკის რეგიონში დეოკუპაციის დაწყების შესახებ 5 ოქტომბერს, ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ გამოაცხადა.