ბიუჯეტის ფულის არამიზნობრივი ხარჯვა იმერეთში - ანტიკორუფციული მოძრაობა, ადგილობრივი ხელისუფლების ქმედებებში კორუფციული გარიგებების ნიშნებს ხედავენ.
საქმე ეხება მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის რეაბილიტაციას, სადაც სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 800 000 ლარამდე გამოიყო, თუმცა ტერიტორიაზე გზა ისევ გადათხრილია და სამუშაოები დასრულებული არ არის.
"ამ ობიექტის რეაბილიტაციაზე ქუთაისის მერია ხარჯავს 800 000 ლარს, მათ შორის საგზაო ინფრასტრუქტურაზე დაიხარჯა რაღაც ნაწილია. დახაზული იყო სულ რაღაც 5 დღის წინ, ეს გზა და ახალა აღმოჩნდა, რომ საგზაო დეპარტამენტი ცალკე ტენდერით ცალკე უტარებს გზის რეაბილიტაციას'" - ამბობს თემურ ცამციმაშვილი.
ორგანიზაცია სამართალდამცავ ორგანოებს რეაგირებისკენ მოუწოდებენ.