"ოცნების" წინასაარჩევნო დაპირებების მიუხედავად ბათუმს დღემდე არ აქვს გენგეგმა - კულტურული ძეგლები რისკის ქვეშაა |"ფლანგვა"

გამოქვეყნდა:

"ფლანგვის დეტექტორის" ინფორმაციით, ბათუმის ურბანული მემკვიდრეობა განადგურების საფრთხის ქვეშ არის, ხოლო მისი კულტურული ძეგლები რისკის ქვეშ მყოფთა სიაში მოხვდა.

ორგანიზაცია წერს, რომ ბათუმის გენ. გეგმის შექმნა 2014 წლიდან ხელისუფლების წინასაარჩევნო დაპირებაა, თუმცა ამასობაში ქალაქის ძეგლები განადგურდა.  

მათივე ინფორმაციით, საქმე თანხაში არაა, რადგან  2021 წელს ბათუმის მერიას ბიუჯეტიდან 32 მლნ ლარი დაუხარჯავი დარჩა, 2020 წელს  13 მლნ.

" ICOMOS: “ბევრმა ძეგლმა დაკარგა ისტორიული მახასიათებლები. ზოგიერთი განზრახ დაანგრიეს… ბათუმის „განახლებას“ შეეწირა ქალაქის სული”.

 ქართული ოცნების წინასაარჩევნო დაპირებების მიუხედავად ბათუმს დღემდე არ აქვს განვითარების გენერალური გეგმა, რომელიც სულ ₾2.2 მილიონი ჯდება.

2021 წელს ბათუმის მერიას ბიუჯეტიდან ₾ 32 მილიონი დაუხარჯავი დარჩა, 2020 წელს კი ₾ 13 მილიონი. შესაბამისად, საქმე ნებაშია და არა თანხაში.

2018-2021 წლებში 2649 მშენებლობის ნებართვა გაიცა, თუმცა აუდიტის შეფასებით ნებართვები უკვე აშენებულ შენობებზე გაიცემა და უკანონო მშენებლობები არ ჩერდება" - წერს "ფლანგვის დეტექტორი"

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი