შეერთებულმა შტატებმა უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოუყო | რას მოიცავს დახმარება

გამოქვეყნდა:

შეერთებულმა შტატებმა უკრაინას დამატებით 275 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარების პაკეტი გამოუყო.

დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს 2 ერთეულ ზალპური ცეცხლის მობილურ სისტემა HIMARS-ს, 500 მართვად ჭურვს 155-მმ-იანი ჰაუბიცებისთვის, 1300-ზე მეტ გადასატან ანტისატანკო სისტემებას, 125 ერთეულ ჯავშანმანქანა Humvee-ს და 4 ანტენას სატელიტური კავშირგაბმულობისთვის. საბრძოლო მასალა უკრაინას პენტაგონის რეზერვებიდან გადაეცემა.

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა აშშ-ს პრეზიდენტსა და თავდაცვის მდივანს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა:

"დაუყოვნებელი საფრთხე მოითხოვს სათანადო რეაგირებას. ჩვენ გვჯერა ტერორისტულ სახელმწიფოზე ერთობლივი გამარჯვების", - დაწერა რეზნიკოვმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი