"არსებობდა ახალი დანაშაულს ჩადენის საფრთხე" - დის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

გამოქვეყნდა:

დის მკვლელობაში ბრალდებულ ზურაბ ალადაშვილს თელავის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

სავარაუდო დამნაშავემ პროცესზე დუმილი დაარღვია და განაცხადა, რომ მძიმე სტრესული მდგომარეობის გამო მომხდარის დეტალები არ ახსოვს.
 
ბრალდებულის ადვოკატის თქმით,  ეს არ არის განზრახ დანაშაული და აუცილებლად იბრძოლებენ, რომ საქმეს კვალიფიკაცია შეეცვალოს.

"დაცვის მხარე ბოლომდე ვიბრძოლებთ, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმის მომავალში კვალიფიკაციის შეცვლაზე, რადგან ეს არ არის განზრახ დანაშაული. ამ ეტაპზე, გარკვეულ ნაწილადაც საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ეს არის გაუფრთხილებელი დანაშაული, რომლის ნიშნებიც იკვეთება ამ კუთხით. დაცვის მხარეც უკვე მომავალში გადაწყვეტს განაჩენების გასაჩივრების საკითხს" - ამბობს ბრალდებულის ადვოკატი

ხოლო რაც შეეხება საქმის პროკურორს,  მისივე თქმით, ალადაშვილის თავისუფლებაში დარჩენის შემთხვევაში არსებობდა ახალი დანაშაულს ჩადენის საფრთხე. 

"მისი თავისუფლებაში დარჩენის შემთხვევაში არსებობდა ბრალდებულის მხრიდან ახალი დანაშაულს ჩადენის საფრთხე. ასევე მოსამართლემ დეტალურად განმარტა, რომ ძალიან დიდი იყო რისკი, რომ თავისუფლებს შემთხვევაში მოწმეებზე მოახდენდა ზემოქმედებას ბრალდებული, შესაბამისად ამის გათვალისწინებთ მას შეეფარდა პატიმრობა.

 მტკიცებულებები საკმაოდ ბევრი იყო წარდგენილ სასამართლოში ბრალდების მხარს მიერ, რომლებიც ცალსახად მიუთითებდნენ, რომ ბრალდებულს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით ნამდვილად ჰქონდა ჩადენილი ის, რასაც ბრალდება ედავება" - ამბობს საქმის პროკურორი.

შეგახსენებთ, რომ მკვლელობა ტიბაანი- ჯუგაანის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე მოხდა. ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ძმამ და, 34 წლის მერი ალადაშვილი მოკლა.

გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს. 

ამავე თემაზე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი