ბათუმის მერიასა და საკრებულოში ხელფასები იზრდება. ინიციატივის დასამტკიცებლად საკრებულოში განხილვა და კენჭისყრა ორშაბათს არის დაგეგმილი.
ხელფასების ზრდას ოპოზიცია აპროტესტებს, მათი თქმით ქვეყანაში მძიმე სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე, დაუშვებელია საჯარო მოხელეებისთვის ანაზღაურების გაზრდა.
"დატბორილი ქალაქის შემდეგ, მეორე დღეს ბათუმის საკრებულომ და მერიამ გადაწყვიტა, იმის ნაცვლად, რომ ქალაქის ინფრასტრუქტურისთვის ეზრუნათ, ხელფასებს იზრდის,"- ამბობს რევაზ ხარაზი.
ოპოზიცია მოუწოდებს საკრებულოს, ამოიღონ დღის წესრიგიდან ეს საკითხი, რადგან "ახლა ხელფასების ზრდის დრო არ არის" .