ფინანსური რესურსების არაეფექტიანი მართვა და დარღვევები შრომის ანაზღაურებაში - სახელმწიფო აუდიტმა აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.
დასკვნაში წერია, რომ 2020-2021 წლებში დეპარტამენტს 12 მლნ ლარზე მეტი აუთვისებელი დარჩა. უწყებამ ვერ მოახერხა თანხის სხვა პროექტებზე გადანაწილება.
დასკვნის თანახმად კი ხელფასების ნაწილში 13 ტრანზაქცია თაღლითობის რისკის შემცველია.
"გაჭირვება და სიღარიბეა ქვეყანაში და უამრავი ადამიანი გარბის ამქვეყნიდან იმისთვის, რომ ლუკმა-პური იშოვოს. ამ დროს ბიუჯეტიდან თორნიკე რიჟვაძე თავისი მთავრობის შემადგენლობით ბიუჯეტიდან იპარავს ფულს. იმისათვის, რომ ამ ადამიანმა კარგად მოიპარა ფული, რომ თორნიკე რიჟვაძის ბიუჯეტი შევსებულიყო, ჯიბეს ვგულისხმობ, დანიშნულია მინისტრად, იმიტომ რომ კიდევ უფრო მეტი ფული მოიპარონ" - ამბობს ელგუჯა ბაგრატიონი
მათივე თქმით, ბიუჯეტის მიზნობრივი განკარგვა არ ხდება, რის გამოც არსებობს თაღლითობის ნიშნები.