საქართველოსა და უკრაინაში შეჭრა აჩვენებს, რომ რუსეთი მეზობლების სუვერენიტეტს პატივს არ სცემს - პრაისი

გამოქვეყნდა:

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ნედ პრაისის თქმით, რუსეთის ისტორია ცხადყოფს, რომ ის პატივს არ სცემს მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტს.

ამის შესახებ პრაისმა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. ჟურნალისტმა მას შეკითხვა დაუსვა რუსეთის მიერ სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებთან ერთად სოჭში დაგეგმილი შეხვედრაზე.

პრაისმა თქვა, რომ ის არ შეაფასებს რუსეთის კონკრეტული ძალისხმევას, თუმცა აღნიშნა, რომ მეზობელ ქვეყნებთან რუსეთის ურთიერთობის ისტორია, მათ შორის 2008 წელს საქართველოში შეჭრა და უკრაინაში მიმდინარე ომი აჩვენებს, რომ რუსეთი სანდო პარტნიორი არაა.

"როდესაც სომხეთთან და აზერბაიჯანთან ჩვენ ვერთვებით, ჩვენ ამას მხოლოდ ერთი მიზეზით და მიზნით ვაკეთებთ, რომ დასრულდეს ძალადობა და ეს ქვეყნები ხანგრძლივი და ყოვლისმომცველი მშვიდობის გზაზე დადგნენ. ჩვენ სომხეთთან და აზერბაიჯანთან ნათლად ვთქვით, რომ ისინი უნდა შეხვდნენ იმ ფორმატში, რომელიც მათთვის ყველაზე სასარგებლო იქნება.  ჩვენ გვჯერა პრობლემების გადაჭრასა და განგრძობადი მშვიდობის მიღწევაში პირდაპირი დიალოგის სარგებლიანობის. 

მე არ ვაპირებ კომენტარი გავაკეთო რუსეთის ფედერაციის მხრიდან ძალისხმევაზე, კიდევ ერთხელ, ეს ამ ორ ქვეყანაზეა დამოკიდებული რა მიდგომას აირჩევენ ამ  საუბრებში. მე ვფიქრობ მსოფლიომ იცის რუსეთის ისტორია, როცა საქმე მის მეზობლებს ეხება. 

2008 წელს რუსეთის საქართველოში შეჭრა და უკრაინაში მიმდინარე სასტიკი შეჭრა, აჩვენებს, რომ მოსკოვი ნაკლებად სცემს პატივს თავისი მეზობლების სუვერენიტეტსა და ნაკლებად სანდო, გრძელვადიანი პარტნიორია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს შეერთებული შტატებისგან აბსოლუტურად განსხვავდება. კიდევ ერთხელ, ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ ამ ქვეყნებს, რომ მიაღწიონ ძალადობის დასასრულს და განგრძობად, ყოვლისმომცველ მშვიდობას, რაც სომხეთისა და აზერბაიჯანის მოსახლეობას ასე ძალიან უნდათ", - თქვა ნედ პრაისმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი