
უკრაინის პრეზიდენტი რუსეთის მხრიდან მორგი შეთანხმების დარღვევას ეხმაურება. საუბარია მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებიდან გასვლაზე. ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ ეს ყველაფერი პროგნოზირებადი იყო და მსოფლიოს ამ ფაქტზე უმაღლეს დონეზე უნდა ჰქონდეს რეაგირება:
"დღეს საკმაოდ პროგნოზირებადი განცხადება გავრცელდა რუსეთიდან, რომ საბოლოოდ არღვევენ მარცვლეულის ექსპორტის ინიციატივას. სინამდვილეში, ეს არ არის მათი დღევანდელი გადაწყვეტილება.
რუსეთმა სასურსათო კრიზისის განზრახ გამწვავება ჯერ კიდევ სექტემბერში დაიწყო, როდესაც მან დაბლოკა გემების მოძრაობა ჩვენი საკვებით.
სექტემბრიდან დღემდე, მარცვლეულის დერეფანში უკვე დაგროვდა 176 ხომალდი, რომლებიც მარშრუტს ვერ მიჰყვებიან. ეს არის საკვები შვიდ მილიონზე მეტი მომხმარებლისთვის. ზოგიერთი მარცვლეულის მატარებელი სამ კვირაზე მეტია ელოდება. ალჟირი, ეგვიპტე, იემენი, ბანგლადეში, ვიეტნამი - ამ და სხვა ქვეყნებმა შესაძლოა დაზარალდნენ სასურსათო კრიზისის კიდევ ერთი გამწვავებით, რომელსაც რუსეთი შეგნებულად პროვოცირებს.
რატომ ხდება, რომ კრემლში რამდენიმე ადამიანს შეუძლია გადაწყვიტოს, ექნება თუ არა საკვები ეგვიპტეში, ან ბანგლადეშში ხალხს? ახლა საჭიროა ძლიერი საერთაშორისო რეაგირება როგორც გაეროს დონეზე, ასევე სხვა დონეზე, მათ შორის G20-ის.
უკრაინა იყო და შეიძლება იყოს გლობალური სასურსათო უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტი. რუსული ტერორი და შანტაჟი უნდა დამარცხდეს. კაცობრიობამ უნდა გაიმარჯვოს და მადლობას ვუხდი ყველას, ვინც გვეხმარება ამ დროის მოახლოებაში" ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი.