მინიმუმ, 151 გარდაცვლილი და 2600-ზე მეტი დაკარგული - სამხრეთ კორეაში ერთკვირიანი გლოვა გამოცხადდა

გამოქვეყნდა:

 სეულში,  იტევონის რაიონში ჰელოუინის დღესასწაულზე მომხდარი  მასობრივი ჭყლეტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 151-მდე გაიზარდა, 2 600-ზე მეტი კი დაკარგულად ითვლება.

დაღუპული  ადამიანების ხსოვნის პატივსაცემად, დღეიდან 5 ნოემბრამდე, ქვეყნის მასშტაბით გლოვა გამოცხადდა.

გლოვის პერიოდში, ყველა საჯარო დაწესებულება და დიპლომატიური ოფისი დროშებს დაუშვებს. გარდა ამისა, სამხრეთ კორეის პრემიერმინისტრის თქმით, საჯარო მოხელეები და საჯარო დაწესებულებების თანამშრომლები გლოვის პერიოდში, სამძიმრის გამოსახატად, სამოსზე სამგლოვიარო ლენტებს დაიმაგრებენ.

მომხდარის ადგილას  მოეწყობა სახალხო მემორიალი.

ბოლო მონაცემებით, შაბათ ღამეს, სეულში ჰელოუინის დღესასწაულზე მომხდარი ინციდენტის დროს  82 ადამიანი დაშავდა. რა გახდა ჭყლეტის მიზეზი ჯერჯერობით კვლავ უცნობია. დაღუპულთა შორის უცხო ქვეყნის 19 მოქალაქეა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი