8 მარტის შეთანხმება შეუსრულებელია და გიორგი რურუა პატიმრობაში რჩება - ევროპარლამენტარები

გამოქვეყნდა:

როგორ ასრულებს საქართველო ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს - ევროპარლამენტში კენჭისყრა გაიმართება. იმ დოკუმენტის, რომელშიც ევროპელმა კანონმდებლებმა შესწორებები შეიტანეს.

ევროპარლამენტი ხაზგასმით აღნიშავს, რომ 8 მარტის შეთანხმება ჯერ კიდევ შეუსრულებელია და გიორგი რურუა ამ დრომდე პატიმრობაში რჩება. დოკუმენტის დიდი ნაწილი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების 
დემოკრატიულად ჩატარებასა და წინასაარჩევნო გარემოს ეთმობა. 

86-გვერდიან დოკუმენტში ევროპელ დეპუტატებს 165 შესწორება შეაქვთ. დოკუმენტში საუბარია როგორც ქვეყნის მიღწევებზე, ასევე იმ პრობლემებზე, რომლებიც საქართველოში ამ დრომდე აქტუალურად რჩება. 

დოკუმენტში საუბარია დამოუკიდებელ მედიასაშუალებებზეც. ევროპელი დეპუტატები წერენ, რომ დამოუკიდებელი მედია-მენეჯერების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა მმართველი გუნდის ბერკეტია, რომ მათ ზეწოლა მოახდინონ ოპოზიციურად განწყობულ მედიაზე, მათ შორის, ანგარიშში მოყვანილია ნიკა გვარამიასა და გიორგი რურუას ქეისებიც. 

ჩვენი მხარდაჭერა ეკუთვნის არა რომელიმე პოლიტიკურ აქტორს ან პოლიტიკურ პარტიას, არამედ ქართველი ხალხის ლეგიტიმურ მისწრაფებას, - ეს არის საქართველოს საკითხების მუდმივი თანამომხსენებლის სვენ მიქსერის განცხადება. 

შეგახსენებთ, რომ კენჭისყრა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე კენჭისყრა დაახლოებით შვიდ საათზეა ჩანიშნული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი