
უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა ე.წ. "ევაკუაციის" ფარგლებში, ქალაქ ხერსონის 90-ე სასჯელაღსრულების კოლონიიდან პატიმრები გაიყვანეს, კოლონიას კი პირადი შემადგენლობისა და სამხედრო ტექნიკის განსათავსებლად იყენებს.
"არსებული ინფორმაციით, ე.წ. "ევაკუაციის" დროს ოკუპანტებმა ხერსონის No90 სასჯელაღსრულების კოლონიიდან პატიმრები გაიყვანეს. მტერი აღნიშნული დაწესებულების ტერიტორიას რუსული არმიის პირადი შემადგენლობისა და სამხედრო ტექნიკის განსათავსებლად იყენებს." - წერია უწყების განცხადებაში
უწყების ინფორმაციითვე, ოკუპანტები ახორციელებენ შეტევითი ოპერაციებს ბახმუტისა და ავდიივკის მიმართულებით.
გარდა ამისა,ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს ოკუპანტების თავდასხმები დონეცკის ოლქის იაკოვლივკას, ბახმუტის, ბახმუცკეს, ოლექსანდროპილის, კამიანკას, ავდიივკას, პერვომაისკეს, კრასნოჰორივკას, მარინკას, ნოვომიხაილივკას რაიონებში.