რუსეთმა უკრაინაში უკვე 71 200 ჯარისკაცი დაკარგა - უკრაინის გენშტაბის განახლებული მონაცემები

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 30 ოქტომბრამდე პერიოდს.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​

  • ​ჯარისკაცი - დაახლოებით  71 200; 
  • ტანკი - 2 672;
  • ჯავშანტექნიკა - 5 453;
  • საარტილერიო სისტემა - 1 724 ;
  • სარაკეტო სისტემა - 383;
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა - 197;
  • ​თვითმფრინავები - 274;
  • ვერტმფრენი - 252;
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი -  1 412;
  • საკრუიზო რაკეტები - 452;
  • საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები - 4 120;
  • გემი/ნავი/კატარღა - 16;
  • სპეციალური აღჭურვილობა - 154.

კრემლი მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას რეგულარულად არ აახლებს. 21 სექტემბერს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ თქვა, რომ რუსეთმა ომში 5 937 სამხედრო დაკარგა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი