ხორბლის ექსპორტის შეჩერებით, რუსეთი ამბობს, რომ ადამიანები შიმშილით უნდა დაიხოცონ - ბლინკენი

გამოქვეყნდა:

სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანი, ენტონი ბლინკენი კრემლის მხრიდან მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებიდან გასვლას ეხმაურება და ამბობს, რომ რუსეთის ნებისმიერი ქმედება, რომელიც მარცვლეულის კრიტიკულად მნიშვნელოვან ექსპორტს აფერხებს, პირდაპირი განცხადებაა, რომ ადამიანები შიმშილით დაიხოცონ.

"რუსეთის ნებისმიერი მოქმედება, რომელიც მარცვლეულის კრიტიკულად მნიშვნელოვან ექსპორტს აფერხებს, არის კრემლის პირდაპირი განცხადება, რომ ადამიანებმა, ოჯახებმა მთელ მსოფლიოში საკვებისთვის მეტი უნდა გადაიხადონ, ან შიმშილით დაიხოცონ" - ამბობს ენტორნი ბლინკები

ცნობისთვის, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთი მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებიდან გუშინ, 29 ოქტომბერს გახდა ცნობილი. რუსეთი აცხადებს, რომ  შეთანხმებიდან გასვლის გადაწყვეტილება სევასტოპოლში, შავი ზღვის ფლოტის გემებზე "თავდასხმების" შემდეგ მიიღო.

შეგახსენებთ, უკრაინასა და რუსეთს შორის შეთანხმება მარცვლეულის ექსპორტზე, გაერო-სა და თურქეთის შუამავლობით 22 ივლისს გაფორმდა. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი