ვაგნერის დაჯგუფება მძიმე დაავადებების მქონე რუს პატიმრებს ქირაობს - ბრიტანეთის დაზვერვა

გამოქვეყნდა:

ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, სამხედრო დაჯგუფება ვაგნერი, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ომშია ჩართული, მებრძოლებად, მძიმე დაავადებების, მათ შორის, აივ ინფექციითა და C ჰეპატიტის მქონე რუს პატიმრებს ქირაობს.

"2022 წლის 27 ოქტომბერს ევგენი პრიგოჟინმა ონლაინ პოსტით, როგორც ჩანს, დაადასტურა ბრალდებები, რომ მისმა კერძო სამხედრო კომპანიამ, ვაგნერის ჯგუფმა, შეცვალა სტანდარტები და ქირაობს რუს პატიმრებს, რომლებიც სერიოზული დაავადებებით, მათ შორის აივ ინფექციითა და C ჰეპატიტითაა დაავადებული", - წერს ბრიტანული დაზვერვა.

დაზვერვა წერს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ვაგნერის ჯგუფის როლი განსაკუთრებით გაიზარდა. უწყების ინფორმაციით, წინა კონფლიქტებში მათ შედარებით მაღალი სტანდარტები ჰქონდათ მებრძოლების დაქირავებისას, ბევრი მათგანი წარსულში პროფესიონალი რუსი სამხედრო იყო.

დაზვერვის თქმით, სერიოზული დაავადების მქონე პატიმრების აყვანა ცხადყოფს მიდგომას, რომ მებრძოლთა რაოდენობა გამოცდილებაზე ან ხარისხზე პრიორიტეტულია.

ყოველდღიურ მოხსენებაში დაზვერვა აღნიშნავს, რომ პრიგოჟინმა ცოტა ხნის წინ განიხილა 200კმ-იანი თავდაცვითი "ვაგნერის ხაზის" შექმნა აღმოსავლეთ უკრაინაში. ამის განსახორციელებლად კი მას მებრძოლთა დიდი რიცხვი სჭირდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი